იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი შემთხვევა გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორები დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ნახევარფაბრიკატების წარმოებისას, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტეს, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი, ამისთვის მათ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტები სხვა იაფფასიანი პროდუქტით ჩაანაცვლეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფალსიფიცირებულ, თვისებრიობაშეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.