logo
ENG



ხულო-ზარზმის გზა - ენმ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

11 ივნ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს - პარტიის წევრის თქმით, ხულო-ზარზმის გზაზე 5 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოების შესრულების უფლება კომპანია "მამისონმა" მოიპოვა. გზის დანარჩენი ნაწილის მოსაწყობად კი, ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" არის დაინტერესებული. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომპანია "მამისონი" და "სინოჰიდრო" შავ სიაშია და ქვეყნის მასშტაბით უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით არის ცნობილი. 

„ამ ყბადაღებულ მონაკვეთზე კვლავ გამოცხადებულია ტენდერი. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ყველა პრემიერი ბოლო რვა წლის განმავლობაში შუამთობისას მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას ჰპირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ტენდერს სახელმწიფო აძლევს ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“, ეს გახლავთ კორუფციებით ცნობილ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის შავ სიაშია შესული. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ აქ ხარისხიანი გზა ვერ გაკეთდება. მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ამ გზიდან სარგებელს ვერ მიიღებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბრიფინგზე.


close დახურვა