logo
ENG



ხუნდაძე: საჭიროა მედპერსონალის ეკიპირების გრძელვადიანი მარაგები და ამის მზაობა არის

06 აპრ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის წევრები კოვიდის მიმღებ პუნქტებს ამოწმებენ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ჩართული კლინიკების უმეტესობა შეესაბამება სტანდარტებს.

"შევამოწმეთ ქუთაისი და ვნახეთ ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა შეესაბამება სტანდარტებს, მედპერსონალი არის გადამზადებული და ტრენინგები გავლილი აქვთ. ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები მომლოდინე კლინიკებში და ეს ხარვეზები დაკორექტირდება. მოსალოდნელი კრიზისული ფაზა, სადაც იქნება ძირითადი ტვირთი ჯანდაცვის სექტორზე და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ეკიპირება დღეს მოქმედ კლინიკებში არის, მაგრამ საჭიროა გრძელვადიანი მარაგები. ამის მზაობა არის“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 188 პირს დაუდასტურდა. აქედან, 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 056 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა