logo
ENG



ხუნდაძე კორონავირუსზე: მოლოდინია, რომ მდგომარეობა დამძიმდება

24 მარ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

როგორც სხდომაზე შესვლამდე „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შესაძლებელია გამკაცრდეს საზოგადოებისთვის დაწესებული რეგულაციები.

„მოლოდინი არის, რომ მდგომარეობა დამძიმდება, მაგრამ იქნება კონტროლის ქვეშ. შევედით პრეკრიზისულ ფაზაში. ეს გაგრძელდება 1-2 კვირა. შემდეგ მოდის კრიზისული ფაზა. მეტად პასუხისმგებლიანი ქცევა გვჭირდება. შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე და საზოგადოების ქცევაზე. ტესტირება ოთხ ეტაპად იქნება. ვინ გაიკეთებს ტესტირებას, ამას ეპიდეომიოლოგები გადაწყვეტენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა