logo
ENG



ჯანეზაშვილი: ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს დოლიძე, როდესაც მე ვთანამშრომლობდი ე.წ კლანთან

18 ივნ 202018:14
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თვქა, რომ ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა მას აფიქრებინებს, რომ ჯანეზაშვილი სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის ე.წ. კლანს.

ჯანეზაშვილის თქმით, დოლიძე ვერ დაასახელებს ერთ ფაქტს, სადაც ჩანს, რომ ის სასამართლო სისტემის ე.წ. კლანთან თანამშრომლობს.

 „მე არ ვაპირებ ვინმეს წინააღმდეგ სარჩელის დაწერას, მითუმეტეს ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს ანა დოლიძე, როდესაც მე ვთანამშრომლობდი ან ვთანამშრომლობ სასამართლო სისტემის იმ ე.წ. კლანთან რომელსაც დღეს სასამართლო სისტემა აქვს ხელში. ძალიან დიდი სირცხვილია ჩემთვის, როდესაც პასუხების გაცემის ნაცვლად ადამიანი ირჩევს ამ გზას“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნაზი ჯანეზაშვილმა ანა დოლიძე მწვავედ გააკრიტიკა და განცხადა, რომ დოლიძის პოლიტიკაში ჩართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

 


close დახურვა