„ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
„იუსტიციის საბჭოში მისვლის პირვბელივე დღიდან გიორგი მიქაუტაძემ გამოაცხადა, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ადგილი იუსტიციის საბჭოში არ არის. ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან დღეს ჰიპერაქტიურობა სამწუხაროდ მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია დააზიანოს ჩემი იმიჯი“,-აცხადებს ანა დოლიძე.