ვირუსის გლობალურ გავრცელებას საბოლოოდ მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტედროს გებრეისუსის თქმით, მოცემულ ეტაპზე დაავადების შემთხვევებს ადრეული აღმოჩენა, ტესტირება, და კონტაქტის მოძიება დაავადების გავრცელების შეჩერებისთვის, გადამწყვეტ კრიტერიუმებად რჩება. მან მსოფლიოს ქვეყნები პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ერთიანად გაუქმების საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.
„ეს არის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პირველი პანდემია. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვსწავლობთ ამ ვირუსს და სტრატეგიას სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ უახლეს მონაცემებით ვამყარებთ. ვიცით, რომ კოვიდ-19 სწრაფად ვრცელდება , ვიცით, რომ ის 10-ჯერ უფრო მეტად სასიკვდილოა, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია. ვიცით, რომ ვირუსს უფრო ადვილად შეუძლია გავრცელება ხალხმრავალ გარემოში; ვიცით, რომ შემთხვევების ადრეული აღმოჩენა, ტესტირება, იზოლირება და ყველა კონტაქტის მოძიება, გადამწყვეტია დაავადების შეჩერებისთვის. კოვიდ-19-ის გავრცელების სიჩქარე იზრდება ძალიან სწრაფად, დაავადებულთა რიცხვის შემცირება კი ძალინ ნელა ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნა თანდათანობით, მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში, დაავადების გავრცელების სრულად შეჩერებისთვის, საჭიროა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდებ“, - განაცხადა გებრეისუსმა.