კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 900 მილიონი დოლარი სჭირდება. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში, აღმასრულებელ საბჭოსთან პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე გააკეთა.
ტედროს გებრეიესუსის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან ორგანიზაცია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ გლობალური კოორდინაცია უზრუნველყოს და წევრ 194-ვე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდოს.
ჯანმოს ხელმძღვანელის თქმითვე, პანდემიაზე რეაგირებისთვის მათ ამ დროისთვის 800 მილიონი დოლარი მოიზიდეს.