logo
ENG



ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო - ფოთში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

06 ოქტ 201911:19
3 წუთის საკითხავი
 
x4q4iwhf5pglcql.png

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამის მიზეზი სატვირთო მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცემენტის ქარხნის მუშაობაა.

ადგილობრივების განცხადებით, სატვირთო მანქანებით ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერები გადააქვთ, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ვითარებაში გარკვევას დაჰპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.


close დახურვა