logo
ENG



ჯაფარიძე: ბებია-ბაბუის საფლავზე არ შემიშვეს და მაინც მე ვარ ტრადიციების მტერი

02 მაი 202112:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/02/oluin2b4fuyh7yq.png

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საბურთალოს სასაფლაოზე ბებია-ბაბუის საფლავზე მისვლას შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოები დაკეტილია. წესის დარღვევა 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

"პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა

ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე.

პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან. 

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად.

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური.

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი". - წერს ჯაფარიძე. 


close დახურვა