logo
ENG



ჯაფარიძე: იმის მაგივრად, რომ სიღარიბის დასამარცხებლად ნაბიჯი გადაედგათ, დღესაც წუმპეში ვართ

02 ოქტ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
dokxwcfkpjfpmcl.jpg

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უტიფარი იყო. 

ამის შესახებ ჯაფარიძემ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი პრობლემა, რაც გამოსვლაში ივანიშვილმა აღიარა, ეს სიღარიბეა, თუმცა ჯაფარიძის თქმით, მმართველ პარტიას პრობლემის მოსაგვარებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

"ჩემი აზრით, იყო სრულიად უტიფარი განცხადებები, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქოს ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა წინ წასულიყო. ერთადერთი, რაც აღიარა ივანიშვილმა ის იყო, რომ სიღარიბე არის პრობლემა.

სიღარიბე არის პრობლემა, სიღარიბე იყო მაშინ პრობლემა, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და იმის მაგივრად, რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ, რომ ამ სიღარიბიდან ამოვსულიყავით, არაფერი, დღესაც ვართ ისეთივე წუმპეში",- ამბობს ჯაფარიძე.

ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებას მიუძღვნა. მან ნაციონალური მოძრაობა ტერიტორიების დაკარგვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 20 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციამ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა და ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება სცადეს.

ივანიშვილმა სიღარიბეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიღარიბე ობიქეტური რეალობაა და ქართული ოცნება მის არსებობას აღიარებს, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ვერ მიიღებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ "სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია".


close დახურვა