logo
ENG



ჯაღმაიძე: პატრიარქის კურთხევაა ლოცვები დაიწყოს 4 საათზე და დამთავრდეს 8-ზე

03 აპრ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 
r9qblgvfw35cbca.png

საპატრიარქოს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტაძრის წინამძღვრები დღეს საპატრიარქოსგან სამ რეკომენდაციას მიიღებენ.

ჯაღმაიძის თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაციაა ხატების ხშირი გაწმენდა.

„დღეს ამ სმს შეტყობინებას მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა.

მიუხედავად ამისა, ეკლესია ტაძრებში ღვთისმსახურებას არ წყვეტს და აცხადებს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა. გარდა ამისა, ეკლესია არც ზიარების წესს ცვლის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართმადიდებლური სამყარო.


close დახურვა