logo
ENG



ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაი 202015:51
3 წუთის საკითხავი
clock 1037

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი „Facebook“ პოსტში წერს, საქართველომ დამოუკიდებლობა დაიმსახურა და მის შესანარჩუნებლად ბევრს მუშაობს.

„ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ ეს დაიმსახურეთ და მის შესანარჩუნებლად ბევრს მუშაობთ. გილოცავთ!“, - წერს ჯეიმს აპატურაი. 

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიულოცა.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


close დახურვა