logo
ENG



ჯონსონის თქმით, მას NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება უნდა

24 თებ 202309:00
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონის თქმით, მას NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება უნდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება უნდა.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახლა ძლიერია როგორც არასდროს და მას ორი ახალი წევრი - შვედეთი და ფინეთი შეუერთდება.

"NATO-ს ვუხელმძღვანელო? გადასარევი აზრია. ძვირფასო მეგობრებო, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს, და დაე, ნურავინ დაივიწყებს, რომ ასეთი კანდიდატი (NATO-ს გენმდივნობის) მარაგში არსებობს. მგონია, რომ ამჯერად გამიმართლებს", - თქვა ჯონსონმა.


close დახურვა