დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულების მტკიცებულებაა.
მან ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ადგილებში რუსეთის თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ "არ მოისვენებს, სანამ სამართლიანობა არ აღსრულდება".
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პუტინის ომის მანქანა გამოიფიტოს", - თქვა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოძიების მხარდაჭერის წინა ხაზზეა.
გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.