logo
ENG



ჯონსონი: ცოტა რამაა იმაზე უფრო მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება

09 მარ 202221:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/mgvxzcr9bd8w1zb.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.

"ცოტა რამაა იმაზე უფრო მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება. ავიათავდასხმებისგან დასაცავად დიდი ბრიტანეთი სწავლობს უკრაინის მხარდაჭერის დამატებით საშუალებებს და საზარელი დანაშაულებების გამო პუტინს პასუხს ვაგებინებთ", - წერს ტვიტერზე ჯონსონი.

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულები არ არიან, თუმცა დაშავდა 20-მდე ადამიანი. 

 

close დახურვა