"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, ავიაკომპანია მზად არის საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გააკეთოს.
ბოკერიას თქმით, მოხდა სამწუხარო გაუგებრობა.
„ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავიაკომპანია "აირზენას" დირექტორს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად მთავრობის ნებართვას ელოდება.