ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ დერეკ შოვინს მინესოტას შტატის პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება მესამეთი შეეცვალა.
გამოძიების ცნობით, ის ფლოიდის სიკვდილზე პირადად არის პასუხისმგებელი. ბრალი წარედგინა დანარჩენ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ. სამივე მათგანს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში სდებენ ბრალს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ ფერადკანიანი კაცი, 25 მაისს ქალაქ მინეპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გასაპროტესტებლად შეერთებული შტატების გარდა, ხალხი ქუჩაში მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში გამოვიდა.