logo
ENG



ჰარისი ამბობს, რომ თანახმაა, პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს

22 ივლ 202400:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/xlol7vtjmsbgy1d.png

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ამბობს, რომ თანახმაა, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. მას მხარი უკვე დაუჭირა ბაიდენმა.

ჰარისის განცხადებით, მისთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და მისი მიზანია, კანდიდატი გახდეს.

"მე ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვესაუბრე ამერიკელებს მკაფიო არჩევანის საჭიროებაზე ამ მნიშვნელოვან არჩევნებზე და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებსა და კვირებში.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ჩვენი ერი დონალდ ტრამპისა და მისი ექსტრემალური პროექტის, 2025-ის წესრიგის დასამარცხებლად", - თქვა ჰარისმა.

21 ივლისს ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის. მოგვიანებით მან დაწერა, რომ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს


close დახურვა