logo
ENG



ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი

14 მარ 202213:59
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში შეაფასა, როგორც "შინაარსიანი და მნიშვნელოვანი". ელჩმა პარლამენტში დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოისმინა პრეზიდენტის მოხსენება.

"მოკლე კომენტარს გავაკეთებ. მე მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლას დავესწარი. მისი გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი. მოუთმენლად ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომდევნო დღეებში", - უთხრა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. 

პარლამენტში სიტვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ "პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!"

მან, ასევე მიმართა უკრაინის პრეზიდენტსვოლოდიმირ ზელენსკის, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა. 


close დახურვა