ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასა და ელენე ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას.
"მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი კი კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა" - წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე
Welcome actions of yesterday to address serious health situation of Mikheil Saakashvili, and end of hunger strikes of Ms Khoshtaria and others. Hope opportunity will be seized for further progress. Fundamental rights, objective medical advice and due legal process remain key.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) November 20, 2021
მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.
