რა წვლილი მიუძღვით ჰერალდიკის განვითარებაში ყოფილ პარლამენტარს ვანო ზარდიაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს - ჰერალდიკის საბჭომ „ქართული ოცნების" წევრებს ღვაწლისთვის საპატიო ჯილდოები გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკას ყოველწლიური განახლება არ სჭირდება, საბჭო ბიუჯეტიდან წელიწადში 500 000 ლარამდე თანხით ფინანსდება. 2008-დან 2018 წლის ჩათვლით კი მთლიანობაში 4,7 მილიონი ლარი მიიღო. "გაბედეს" წევრებისთვის ბუნდოვანია, რისთვის გადაეცათ ქართული ოცნების წევრებს საპატიო ჯილდოები.
როგორც „გაბედეს“ წევრი მამუკა ჯუღელი ამბობს, ჰერალდიკის საბჭო უფუნქციოა.
„ჰერალდიკის საბჭომ გასულ წელს, ივნისში თქვა, რომ შეიმუშავებდა დებულებას, რომელიც განსაზღვრავდა, მაგალითად, ქვეყანაში თუ რა წესით უნდა აღიმართოს სახელმწიფო დროშა და როგორ უნდა დარეგულირდეს იგივე ოკუპანტის დროშებთან დაკავშირებული ნიუანსები. თუმცა, ერთი თვეც არ იყო გასული, ივლისში „ქართული ოცნების“ შემომწირველ კახური მეღვინეობაა, ასეტი კომპანია, კომპანიის თავზე რუსეთის დროშა აღიმართა და ამაზე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია საბჭოს. ეს საბჭო სრულიად უფუნქციოა და არ ვიცით ათასობით ლარს რაში ვუხდით ხელფასების სახით. ბოლო წლებში ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა უშუალოდ ამ ორგანიზაციითვის“, - განაცხადა ჯუღელმა