"საქართველოს უნდა გავუგზავნოთ მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანებაზე", - წერს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი, რომლის მოსაზრება EUobserver-ზე გავრცელდა.
სტატიის ერთ-ერთ ქვეთავში სახელად "ნატოს სჭირდება საქართველო", ჰოჯესი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა გაძლიერდეს აშშ-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რათა ხაზი გაუსვან მათ სტრატეგიულ ინტერესებს.
"მოდი, ავაშენოთ ახალი, უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გავაძლიეროთ ჩვენი ხანგრძლივი ალიანსი თურქეთთან და გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში, რაც აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურას მოიცავს.
საქართველოს უნდა გავუგზავნოთ მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანებაზე.
ეს ზომები კრემლამდე მიიტანს მესინჯს, რომ ეს რეგიონი აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესში შედის.
თუკი გვინდა, რომ დიდი ძალების კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ, დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იაქტიუროს, სანამ გვაქვს ამის შანსი", - წერს ჰოჯესი.
ბენ ჰოჯესის მსგავსი განცხადება გავრცელდა 13 ნოემბერსაც, როცა განაცხადა, რომ ისურვებდა საქართველოში ამერიკის ინფრასტრუქტურის გაზრდას, განსაკუთრებით, როტაციული ძალების. გენერალი ამბობს, რომ კრემლის მხრიდან საქართველო დიდ ზეწოლას განიცდის - მთიან ყარაბაღში კი რუსული სამშვიდობოები ოკუპანტებს ჰგვანან.