ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ვაკის პარკში იმყოფებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.