ავიაკომპანია „ვიზეარი" დღეიდან 3 აპრილამდე საქართველოდან რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. შეზღუდვა ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის სახელმწიფოებს ეხება. რეისების შეწყვეტა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. რეისები პოლონეთში 15 მარტიდან შეიზღუდა. ჩეხეთის მიმართულებით კი - ხვალიდან შეჩერდება. იმ მგზავრებს, რომელთაც აღნიშნულ პერიოდში ამ მიმართულებებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, მგზავრობის საფასური დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.