logo
ENG



„ვინც უნდა გვიცავდეს ის გვკლავს“ - სკოლის მოსწავლეები ლუკასთვის იკრიბებიან

19 დეკ 201914:08
3 წუთის საკითხავი
 

„ვინც უნდა გვიცავდეს ის გვკლავს“ - პარლამენტის შენობის წინ სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას აპროტესტებენ. სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების დასრულების შემდეგ ადგილზე კიდევ უფრო მეტი თანატოლის მისვლას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 


close დახურვა