რუსული კანონის მიღებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ კელი დეგნანს აგენტის იარლიყი უკვე მიაკრა — უმრავლესობა მას კვლავ გლობალური ომის პარტიას უკავშირებს.
მმართველი ძალის გაღიზიანება აშს-ის ყოფილი ელჩის განცხადებებს მოჰყვა, სადაც დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენა, ხელისუფლება კი ქვეყნის ავტოკრატიისკენ წაყვანაში დაადანაშაულა.