„ფორმულას“ კორესპოდენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიეშია. ამის შესახებ თავდაპირველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
სალობიესთან პრეზიდენტს „სირცხვილიას“ წევრები მიუცვივდნენ და „მონას“ სკანდირებენ.
„ქვეყანაში კრიზისია და ამ დროს ქალბატონი პრეზიდენტი ზის წყნარად და ლობიოს მიირთმევს. ქვეყანა აღარ გვაქვს. პრეზიდენტი არ გყვავს, ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებს ყველა ინსტიტუტი და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს მალე", - განუცხადა „ფორმულას“ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს, სადაც მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობენ.