პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე მისულ მოქალაქეებს განსხვავებულად შეეხოთ. თამაშზე დასასწრებად, ასობით გულშემატკივარი არ შეუშვეს, თუმცა აკრძალვები არ შეეხოთ ქართული ოცნების წევრებს. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი თამაშს სტადიონის ლოჟიდან უყურებდნენ, როცა ასობით გულშემატკივარი სტადიონს გარეთ იყო შეკრებილი და მატჩს ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს. ქალაქის მერი საგულშემატკივროდ შვილთან ერთად მივიდა.
„ქართული ოცნების" წევრები დინამოზე
13 ნოე 202010:39
3 წუთის საკითხავი