logo
ENG



10-11 აპრილს საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

09 აპრ 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/dgs8324wwmzb2o8.jpg

10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საგარეო მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ასევე  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ბუიარ ოსმანს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის  საგარეო უწყების ხელმძღვანელი  ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

close დახურვა