logo
ENG



10-11 დეკემბრის ღამეს აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა

11 დეკ 202413:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/11/8hxm9s4oiprpkhb.png

10-11 დეკემბრის ღამეს აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

გუშინ პროტესტის მე-13 დღე იყო.

28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. საპოლიციო ძალების მიერ ნაცემია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებით.


close დახურვა