ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე მედიკამენტების მარაგი აქვს მობილიზებული.
როგორც WHO-ს განცხადებაშია აღნიშნული, მარაგების მიწოდებამ შესაძლოა უზრუნველყოს ქირურგიული ჩარევა 3 700 ტრავმირებული პაციენტისთვის, ძირითადი და აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება 110 000 ადამიანისთვის და სამედიცინო აღჭურვილობა 20 000 პაციენტისთვის, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები აქვთ.
"საწვავის, წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების მარაგის გარეშე ღაზას საავადმყოფოები წარმოუდგენელი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არიან. WHO მოუწოდებს დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომისკენ ღაზაში და მის ფარგლებს გარეთ, რათა მისი სუსტი ჯანდაცვის სისტემის აღდგენა შესაძლებელი იყოს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Across the border in Egypt, WHO has enough supplies on standby for Gaza to provide:
▪️surgical interventions for 3700 trauma patients
▪️basic and essential health services for 110,000 people
▪️medical equipment for 20,000 patients suffering from chronic diseases pic.twitter.com/hKwmMlO1Vk
Associated Press-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ისრაელმა ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 60 სატვირთო მანქანაზე მეტი დაუშვა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ეს საკმარისი არაა.