logo
ENG



ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა

28 ოქტ 202317:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/rphtg2gp5onxyjn.jpg

სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნულ გმირის, გიორგი ანწუხელიძეს ბიუსტი დაიდგა. გადაწყვეტილება ადგილობრივებმა მიიღეს და ფინანსებიც თავად შეაგროვეს. 

ბიუსტის გახსნას გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წევრები დაესწრნენ. ბიუსტზე მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ იმუშავა. 

"ძალიან მძიმეა ჩემთვის მაგრამ ამაყი ვარ დღეს იმიტომ, რომ გიორგი სახელი გაჟღერდა კიდევ ერთხელ. მინდა, მადლობა ყველას გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამის ორგანიზებაში", - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ. 

2010 წლიდან ყოველი წლის ოქტომბრის მიწურულს ალვანში ანწუხელიძის სახელობის კვირეული იმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა წამებით მოკლეს. 

 

close დახურვა