logo
ENG



რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივლა

31 ოქტ 202311:12
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივლა. 

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ამტკიცებს, რომ საკრებულო, რომლის უმრავლესობაც ოპოზიციაა, მერიის იდეებსა და ინიციატივებს არ განიხილავს.

"რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს", - თქვა ლაცაბიძემ.


close დახურვა