logo
ENG



"ტატულაშვილზე თავდასხმა წინასაარჩევნო ძალადობის ნაწილად განიხილეთ" - ენმ დიპკორპუსს

01 ნოე 202319:22
3 წუთის საკითხავი
clock 290
2023/11/01/44zj8vy6jqu01dv.jpg

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

ნაციონალური მოძრაობა მათ მოუწოდებს, "განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილი".

"რამდენიმე საათის წინ, რუსული ოცნების ორგანიზებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მერობის კანდიდატს - გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ. გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს - განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად.

მიუხედავად რუსული ოცნების მცდელობისა, მკაფიოდ გამოხატული, შეგნებული, კრიმინალური მეთოდებისა, ოპონენტებზე ღია თავდასხმებით დააშინოს ქართული საზოგადოება, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან, აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ხილულ მომავალში, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ხოლო მოძალადეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატულაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ესროლეს - მისი თქმით, მანქანას, დაახლოებით, 5 ტყვია მოხვდა, ის არ დაშავებულა. ყოფილი მერი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.


close დახურვა