კრემლის პროპაგანდისტული მედიის, ТАСС-ის ცნობით, რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines გეგმავს 16 ნოემბრიდან საარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისების დაწყებას.
„16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს და მათი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი 45 წუთია", - წერს ТАСС.
ცნობილოა, რომ ფრენები განხორციელდება Sukhoi Superjet-ის ტიპის თვითმფრინავით, რომელიც 100 მგზავრზეა გათვლილი.
რუსული კომპანია ფრენებს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ეკატერინბურგიდანაც ასრულებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.