logo
ENG



ბიძინას ბაობაბი და ხალხი - დროება

05 ნოე 202320:43
3 წუთის საკითხავი
 

იმდენი აქვს - უნდა გიგანტურ ტიტას იყიდის, ზღვაში შეაცურებს და გამოაცურებს, უნდა კენიაში ბაობაბებს მოთხრის და შეკვეთილში ჩამოიტანს, ეზოში დაირგავს. მერე რა რომ ამ სურვილის განხორცილებაში, ოლიგარქის მიერ უზურპირებული ხელისუფლების ყველა რგოლია ჩართული. ბაობაბების გადაადგილების გზაზე ყველა და ყველაფერი უნდა გაჩერდეს, გაიჩეხოს, გაწყდეს, ჩაიჭრას. შენ თუ ვერ ჩახვალ კენიაში კენიას ჩამოგიტანს ოლიგარქი - რომ დაიჯერო რომ ის ყოვლის შემძლეა და ამან უნდა დაგავიწყოს ყოველდღიური სიდუხჭირე, უმუშევრობა, შიმშილი, შიში იმისა რომ წვიმის მერე ღვარცოფი არ მოვარდეს და შენივე ჯაფით აშენებული სახლი არ ჩაიტანოს და ბოლოს იმ ზღვას არ შეუერთოს რომელზედაც გიგანტური ხე დაცურავს. დროება ბიძინას ბაობაბებზე და ხალხზე. ანუ დღევანდელ საქართველოზე.


close დახურვა