logo
ENG



ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს

11 ნოე 202320:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/11/msv9jqboz9phwu0.jpg

22 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტებში ოპერირებას თურქული ავიაკომპანიაა Pegasus იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, კომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, წარმატებით დასრულდა.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიავიო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს", - აცხადებს ის.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus რეისებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.

 

close დახურვა