logo
ENG



ხაბეიშვილი ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებაზე: დიპლომატიურ სკანდალში ეხვევიან

13 ნოე 202300:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/mupnvztos96bltk.png

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქის, ბენ მალეტის არშემოშვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.

მან აეროპორტში განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც მალეტს ქვეყანაში არ უშვებენ, მისი ენმ-სთან კავშირია.

"არ უშვებენ ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ არის ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებელის პოლიტიკური კონსულტანტი. ფაქტობრივად, დიპლომატიურ სკანდალში ეხვევიან და გეტყვით, რატომ - საბუთი, რომელიც მისცეს, რის გამოც არ შემოშვეს, წერია, რომ მიზეზი არ აქვთ, რატომაც არ შემოუშვეს - და სხვა, ასე უწერია, არ გიშვებთ საქართველოში იმიტომ, რომ და სხვა... იგი წარმოადგენს ბრიტანულ-ამერიკულ ძალიან ცნობილ კომპანიას", - თქვა ხაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ ივანიშვილს ეშინია და "სწორადაც ეშინია".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ბენ მალეტი.


close დახურვა