logo
ENG



შავი ხვრელი კონტრაბანდისთვის თუ პროვოკაცია?

15 ნოე 202320:25
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციას უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას კონტრაბანდის შესახებ. საქმე ისაა, რომ ოკუპირებული ცხინვალის KGB-მ 4 პირი დააკავა. ეგრეთ წოდებული უშიშროების კომიტეტი აღწერს სქემას, რომლის მიხედვით, უმოქმედო სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთი მილსადენის შიგნით პლასტმასის მილი გაიყვანეს, რომელიც ზედაპირზე საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ამოდიოდა. მარიონეტული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ გზით იტუმბებოდა ტონობით საწვავი და საპოხი მასალა.


close დახურვა