logo
ENG



IRI-ს კვლევა: შაბათს არჩევნები რომ იყოს - ქართული ოცნება 25%, ენმ 13%

15 ნოე 202323:56
3 წუთის საკითხავი
 
IRI-ს კვლევა: შაბათს არჩევნები რომ იყოს - ქართული ოცნება 25%, ენმ 13%
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13%-სთვის ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი არჩევანი. დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის: 4%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%;
  • ხალხის ძალა - 1%;
  • ლელო - 2%;
  • გირჩი - 3%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა - 2%.

ამასთან, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიღებდა, 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 5% უარს ამბობს.

კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, 40% ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას, 29% ქართულ ოცნებას ასახელებს, 18% გირჩი - მეტი თავისუფლება და დროას ერთობას, 16% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა გირჩს, ხოლო 13% - ევროპულ საქართველოს.

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 73%, ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.


close დახურვა