logo
ENG



IRI: მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

16 ნოე 202300:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/91tksir8tmxb3ki.jpg

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არასწორი - 54%;
  • სწორი - 39%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 7%.

ამასთან, გამოკითხულ მოსახლეობას შეეძლო პირველ და მეორე ვარიანტად აერჩია, რას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დღეს ქვეყანაში. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ჯამში 55% - ეკონომიკა/უმუშევრობა;
  • ჯამში 39% - ეკონომიკა/ცხოვრების სიჩვირე, მაღალი ფასები;
  • ჯამში 16% - ეკონომიკა/ სხვა;
  • ჯამში 13% - სიღარიბე;
  • ჯამში 8% - განათლება.

 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 73%, ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.


close დახურვა