logo
ENG



ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოდან მიწისქვეშა გვირაბის ვიდეო გაავრცელა

20 ნოე 202300:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/2dtxncdtrfyjm8b.png

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მათი თქმით, ჰამასის ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბია ასახული. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, გვირაბი 55 მეტრი სიგრძისაა და თავდაცვის არაერთ მექანიზმს შეიცავს, მათ შორის რამდენიმე ტყვიაგაუმტარ კარს.

პარალელურად, ისრაელის არმია ავრცელებს საავადმყოფოს შიდა კადრებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის დღით, 7 ოქტომბრით თარიღდება - ვიდეოში ჩანს, როგორ შეჰყავთ მძევლები ალ-შიფას კლინიკაში.

ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა ჰამასი ამას უარყოფს.

ისრაელის არმია კლინიკაში 15 ნოემბერს შევიდა - გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.


close დახურვა