logo
ENG



კობახიძე: იყო პროვოკაციები, კაცი მოგვიკლეს - მოვუწოდებ ქაცარავას, ნაციონალებს, თავი შეიკავონ

20 ნოე 202315:03
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს.

კობახიძე დავით ქაცარავას ამ განცხადებას "პროვოკაციას" უწოდებს და მოუწოდებს "ქაცარავას, სხვა ნაციონალებს, რომ პროვოკაციებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი". ამასთან, ის ირწმუნება, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

"ესე იგი, ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ადამიანი, ვაჟკაცი კაცი გინტური. არ შეიძლება, პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა ნაციონალებმა, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული.

მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, ნაციონალებმა შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ, არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები. შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს მათ ნებისმიერ ქმედებას", - აცხადებს კობახიძე.


close დახურვა