logo
ENG



მელია: სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე

20 ნოე 202316:15
3 წუთის საკითხავი
clock 360
მელია: სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ "სააკაშვილმა ერთი თქვა, ხაბეიშვილმა მეორე". ის საუბრობს პარტიაში "შეცდომებზე" და ამბობს, რომ მისი აღიარებით ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა.

"არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები. აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ, რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო?

ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის არ ესაუბრება ათი ათასობით თანამოაზრეს - ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად პარტიის წევრებს - მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან, როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს.

როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია, აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდგე მოგიგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე", - განაცხადა მელიამ.

დღეს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ერთიანობასა და დაანონსებულ მანიფესტზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა თუკი იქნა დაშვებული, იყოს აღმოფხვრილი.

"მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი, რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს საბჭოში. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას, ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოვახდინოთ პარტიის და ის იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და ადამიანებისთვის ასევე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 23 ნოემბრის მანიფესტის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ამ დღეს მეტი დეტალი გახდება ცნობილი. მან პრემიერმინისტრობის მის შესაძლო კანდიდატურაზეც ისაუბრა, გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ამაზე საუბარი ადრეა.

სააკაშვილის განცხადებები მოგვიანებით შეაფასა ხაბეიშვილმაც და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის გამოსვლა ნიკა მელიას მიემართებოდა. ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ, ასევე, მიუთითა მანიფესტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერს, "საკადრის პასუხს" მიიღებს.


close დახურვა