logo
ENG



წულუკიანი: სააკაშვილი ზურაბიშვილს ნამუსზე აგდებს, ბუას ძახილითაა დაკავებული - მე ბუა არ ვარ

20 ნოე 202319:36
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: სააკაშვილი ზურაბიშვილს ნამუსზე აგდებს, ბუას ძახილითაა დაკავებული - მე ბუა არ ვარ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, " ქართულ ოცნებას პრეზიდენტობის კანდიდატად ამჟამად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჰყავს მომზადებული".

წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს "ნამუსზე აგდებს".

"გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ"- თქვა წულუკიანმა.

[თეა წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს]

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სხდომაზე მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას პრეზიდენტობის კანდიდატად ამჟამად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჰყავს მომზადებული, ამასთან, სააკაშვილის თქმითვე, ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პრემიერად ამზადებენ.


close დახურვა