logo
ENG



ოკუპანტებმა სოფელ ზემო არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

20 ნოე 202319:48
3 წუთის საკითხავი
clock 442
ოკუპანტებმა სოფელ ზემო არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია. ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზის" მეშვეობით.

"ინფორმაცია მიეწოდა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა