logo
ENG



ფლანგვა: ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით სრულიად უფასოდ გადაუფორმეს

21 ნოე 202323:01
3 წუთის საკითხავი
clock 1169
2023/11/21/5w3ncyqrt3kntu3.jpg

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კალათბურთელი პარლამენტარის ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს. კერძოდ, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საუბარია 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწასა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.

კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია პარლამენტარმა 2020 წელს დააარსა, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება დაარსებიდან 9 თვის შემდეგ გაუფორმდა.


close დახურვა