ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
როგორც ცნობილია, კაცი სანადიროდ იმყოფებოდა - მას მეორე მონადირის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 1 ადამიანი დააკავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.