logo
ENG



ყოფილი ცოლის ბინაში მოსასმენი აპარატურის დაყენებისა და მიყურადების ბრალდებით კაცი დააკავეს

30 ნოე 202311:41
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ცოლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ბრალდებით კაცი დააკავა.

გამოძიების თანახმად, 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ყოფილი ცოლის ბინაში - მისაღებსა და საძინებელში - ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ უსმენდა.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა